ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება 

16 იანვარი 2020, 20:29 478 ნახვა

გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის - ამის შესახებ გლობალური ალიანსის კვლევაშია ნათქვამი. ახალი მონაცემებით მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება. ევროპაში კი დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა. მოხსენების თანახმად ამ საგანგაშო მაჩვენებლების შემცირება შესაძლებელია, ამას კი პოლიტიკური ნება და ცვლილებები სჭირდება. ცვლილებებს ევროდირექტივებიც გვავალდებულებს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება. კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაასრულებულია, იგი ჯერ მთავრობამ, შემდეგ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი