პროტესტის მიუხედავად, ცათამბჯენების მშენებლობა გაგრძელდება

16 იანვარი 2020, 18:23 1481 ნახვა

პროტესტის მიუხედავად, ცათამბჯენების მშენებლობა გაგრძელდება, ასეთი პასუხი აქვთ „სილქ როუდ ჯგუფს“ ბათუმი-რივიერას პროექტის მოწინააღმდეგების მიმართ, "მოძრაობა “დაიცავი ბათუმმა”, საზოგადოება “ბათომმა”, “მწვანე მომავალმა”, “ახალგაზრდა მწვანეები” მწვანე ალტერნატივამ, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს სპეციალური ბრიფინგიც გამართეს და სასამართლოში აპირებენ დავის გაგრძელებას.

ისინი მოითხოვენ პასუხს ეკონომიკის სამინისტროსგან და ქალაქის მერისგან, თუ რატომ გაიცა ნებართვა ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. მოვლენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეხმაურება, მისი თქმით მშენებლობის ყველა ნებართვა კანონის დაცვით გაიცა და მილიარდიანი პროექტი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სამინისტროს და ბათუმის მერს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში