ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2016, 00:00 4317 ნახვა

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აჭარაში ზარი  229 სკოლაში დაირეკა. გაკვეთილები მხოლოდ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში არ ჩატარდება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.  ახალი სასწავლო წელი 53 ათას 861 მოსწავლისთვის განახლდა, მათგან 5 ათას  846-მა დღეს სკოლის კარი პირველად შეაღო. ქალაქის სხვადასხვა სკოლაში, მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს მთავრობისა და თვითმმართველობის წევრებმა. საზეიმოდ გაიხსნა დღეს  სოფელ ხაბელაშვილების ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი