რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი 2020, 20:24 639 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ახლა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ჩათვლით რუსეთის მთავრობა გადადგა. მედვედევი გადადგომას პუტინისთვის თავისუფლების მიცემით ხსნის. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პუტინმა ფედერალურ კრებაზე დღეს დააანონსა.

მისი ინიციატივით მინისტრების კანდიდატურები პრეზიდენტის ნაცვლად, დუმამ უნდა დაამტკიცოს. იგი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას გეგმავს და პრემიერს აძლიერებს. ცნობისთვის პუტინს 2000 წლიდან ხან პრეზიდენტის, ხანაც პრემიერის პოსტი უჭირავს.

მას ვადა 2024 წელს ეწურება და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება, ასე, რომ ალბათ ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ამასთან უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წარსულის გამოცდილების შესაბამისად როგორც ჩანს იგი სამომავლოდ  რუსეთის პრემიერობას გეგმავს. კრემლის კარის თამაშები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი