ახალი მეთოდოლოგიით დათვლის შემთხვევაში უმუშევრობის მაჩვენებლი გაიზრდება - საქსტატის დირექტორი

15 იანვარი 2020, 15:01 1571 ნახვა

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, მიმდინარე წლიდან სამუშაო ძალას ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევენ. მისივე განმარტებით, არის მოლოდინი, რომ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა უმუშევრობის მაჩვენებელის ზდას, ხოლო დასაქმების დონის შემცირდებას გამოიწვევს.

გოგიტა თოდრაძის განმარტებით, 2020 წლიდან დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, საკუთარ მამულში მუშაობენ და  პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, დაახლოებით 800 000, მათი უმეტესობა დასაქმებულია სოფლად.  ახალი მეთოდოლოგიით თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირება მოხდება და დასაქმებულთა კატეგორიიდან გამოირიცხებიან პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულნი.

„არსებობს მოლოდინი, რომ არა მარტო გაიზარდოს უმუშევრობის დონე, არამედ შემცირდეს დასაქმების მაჩვენებელი. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდება ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, ვერ გეტყვით, თუმცა 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ვაგროვებთ ინფორმაციას და წლის ბოლოსთვის, ალბათ, ნოემბერში გვექნება შესაძლებლობა, ეს მონაცემები წარვუდგინოთ საზოგადოებას“, - აღნიშნა „საქსტატის“ დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

სტატისტიკის თანახმად 2019 წლის, 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8%-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში