საქართველოს წყალბურთის ნაკრების ისტორიული გამარჯვება

14 იანვარი 2020, 22:21 2050 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მიმდინარე 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირი მოგებით დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში  საფრანგეთი 9:7 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი მეტოქის გამარჯვებით  3:2 დასრულდა,  მეორე მეოთხედში არგარიში 5-5 გახდა. მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 1 ქულით წინ გავიდა. მატჩში  გადამწყვეტი კი  ბოლო მეოთხედი გახდა,  რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა  და საბოლოო ანგარიში 9:7 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან 3 გოლი ვაპენსკიმ გაიტანა, ხოლო თითო ბურთი ბარალდის, იმნაიშვილის, ბითაძის, ჯახაიას, ბაღათურიას და მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და უკვე მოახერხა ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრა. აქამდე საქართველოს ნაკრები საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილი იყო. ჩომახიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები  D ჯგუფში ასპარეზობს, სადაც საფრანგეთის გარდა იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებიც არიან.

ევროპირველობაზე შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 იანვარს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ჯგუფის ბოლო შეხვედრა კი 20 იანვარს იტალიასთან გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული 1/4 ფინალში გადის, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ჩაერთვებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში