დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიღება, ძველი აფიშების გამოფენა და დაჯილდოვება გაიმართა

14 იანვარი 2020, 20:09 838 ნახვა

დღეს ქართული თეატრის დღეა. თეატრალური წარმოდგენების საფუძვლები გაცილებით შორეული წარსულიდან მოდის, მაგრამ ქართული თეატრის დაარსების თარიღად  1850 წელი მიიჩნევა - საუკუნეების წინ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში, პირველი წარმოდგენა „გაყრა“ დაიდგა.

ქართული პროფესიული თეატრი კი თბილისში  1879 წელს აღდგა. თეატრის დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიღება, ძველი აფიშების გამოფენა და დაჯილდოვება გაიმართა, ცოტა ხნის წინ კი ანდრო ენუქიძის რეჟისორობით „ხანუმა“ დაიწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი