სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

14 იანვარი 2020, 20:17 1249 ნახვა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით შემთხვევა 14 იანვარს მოხდა. გამოძების ვერსიით მოქალაქემ, რომელიც სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში პოლიციის ცნობით დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა უხდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში