მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა

14 იანვარი 2020, 10:42 418 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა. უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება ამ დრომდე  მიმდინარეობს. ხულოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულემამდე  მისასვლელი გზები გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. მერიის ინფორმაციით, გზებზე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხება არ არის. 

ენერგომომარაგების კუთხით შეფერხებები არ არის შუახევშიც. აქაც გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. შუახევსა და ხულოში ამ დროისთვის არც ერთი მეწყრული კერა  არ ფიქსირდება. გაწმენდით სამუშაოებს და მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას გუშინ ღამით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში