ზამთრის თასი 2020 ბათუმში ჩატარდება

13 იანვარი 2020, 18:16 670 ნახვა

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება.  19 იანვარს, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში, გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. 

გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ა ჯგუფი - ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი
ბ ჯგუფი - საქართველო, უეფა, ფიფა

ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი, თურქეთის. 
ლეგენდათა ტურნირის პარალელურად 18-19 იანვარს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს.

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს ონლაინ tkt.ge-ზე 14 იანვრიდან შეეძლება. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, ბათუმის ახალი სპორტის სასახლის სალაროებში 18 იანვრიდან დაიწყება. ტურნირის ყველა მატჩზე დასასწრები აბონიმენტის ფასი 2 ლარს შეადგენს.

ლეგენდათა ტურნირი 19 იანვარს, 12:30 საათზე, თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალური მატჩი ამავე დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში