შუახევში მოსახლეობის 20%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება

13 იანვარი 2020, 13:25 594 ნახვა

შუახევის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა და თოვლმა სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. 13:00 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20% ელექტროენერგია არ მიეწოდება. ,,ენერგო-პრო ჯორჯიაშის“ ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევრისთვის ყველა აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

სოფლებში ამ დროისთვის თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, შუა ზონაში 50 სმ, ხოლო დაბაში ათ სანტიმეტრამდე.

მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გაწმენდილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთი. იწმინდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები. მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 7 და მერიის 1 ერთეული ტექნიკა.

შუახევის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში