ავტოავარიისას დაშავებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

12 იანვარი 2020, 18:03 1359 ნახვა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდა, ხოლო მეორეს თავის ტვინის შერყევა.

რაც შეეხება მშობლებს, მათ დაზიანებები არ აღენიშნებოდა. საღამოს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. ტრანსპორტში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის სამი ბავშვი და დედ-მამა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში