საბერძნეთის კუნძულთან ნავის გადაბრუნების შედეგად 12 მიგრანტი დაიღუპა

11 იანვარი 2020, 16:20 1717 ნახვა

​საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მინიმუმ 12 ადამიანი დაიხრჩო, იონიის ზღვაში ნავის გადაბრუნების შედეგად, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 21 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. გადარჩენილთაგან სამი ადამიანი ქალაქ აკტიოში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინასწარი მონაცემებით მიგრანტები იტალიაში შესვლას ცდილობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში