2019 წელს საქართველოს 9 მილიონზე მეტი მოგზაური ეწვია

10 იანვარი 2020, 15:41 2293 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. ქვეყანაში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი დაფიქსირდა  განსაკუთრებით ზრდა იყო, ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) განხორციელდა. 
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია, რამდენიმე ქვეყანაში აწარმოა, რის შედეგად ტურისტების რიცხვი გაიზარდა, შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში