კვინიტაძის ქუჩაზე ავარიულ სახლში მცხოვრები ოთხი ოჯახი დახმარებას ითხოვს

09 იანვარი 2020, 18:26 523 ნახვა

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ნომერ პირველში მცხოვრები ოთხი  ოჯახი აცხადებს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავიდან წყალი ჩადის, სარდაფი და პირველი სართული კი  იტბორება.  მოსახლეობის ინფორმაციით,    მერიამ რამდენიმე წლის წინ სახლის შესახებ დასკვნა მოამზადა, სადაც მითითებულია, რომ  საცხოვრებელი   ავარიულია და რემონტს არ ექვემდებარება.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პრობლემას იცნობენ და იგი წელს მოგვარდება. კრიტერიუმები სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი