საქართველოში მარჯვენა საჭის გადატანა იკრძალება

09 იანვარი 2020, 15:30 3436 ნახვა

ავტომანქანები, რომლებიც იმპორტირებული იქნებიან მარჯვენა საჭით, მძღოლებმა მოვალეობა ექნებათ შეინარჩუნონ საჭის მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.​ ტექინსპექტირებაში ცვლილებები შედის.

აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან. მანამდე რეგისტრირებული საჭეგადატანილი ავტომობილები კი, ტექინსპექტირებას უპრობლემოდ გაივლიან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან მარჯვენა საჭით, მომდევნო ინსპექტირებაზეც უნდა გამოცხადდნენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით - აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურში. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში