თბილისის ,,დინამო'' გერმანიაში ლეგენდების ტურნირზე ითამაშებს

08 იანვარი 2020, 10:26 1997 ნახვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 11-12 იანვარს ლეგენდათა ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ,,დინამო თბილისიც’’ მიიღებს.

შეჯიბრში 8 გუნდი ითამაშებს , საიდანაც 7 ადგილობრივია, ხოლო ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი ​''დინამო'' თბილისია. 

A ჯგუფში, ქართველებთან ერთად ,,დორტმუნდის ბორუსია’’ , ბაიერი ლევერკუზენი და შალკე 04 იასპარეზებენ. დედაქალაქური კლუბი საახალწლო მინი-ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს : გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

თბილისის დინამო ბერლინში 9 იანვარს შეიკრიბება. 11 იანვარს დინამო ჯერ ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდება, შემდეგ კი დორტმუნდის ბორუსიას, 12 იანვარს კი შალკე 04-თან მატჩით დაასრულებს ჯგუფურ ტურნირს. ნახევარფინალები და ფინალი 12 იანვარს, საღამოს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გერმანული „ჰერტას“ ლეგენდების გუნდში ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში