შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

07 იანვარი 2020, 13:49 1154 ნახვა

ახალგაზრდა კაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში  ბრალდებულს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს.

ფოფხაძის მეგობარს, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე, ბრალი არ წარსდგენია, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში