დღემდე ვერ ავიღე ამ წერილის გასაჯაროების პასუხისმგებლობა - მეუფე პეტრე

07 იანვარი 2020, 15:53 529 ნახვა

მეუფე პეტრე ამბობს, რომ დეკანოზის წერილის გასაჯაროების პასუხისმგებლობა დღემდე ვერ აიღო. სასულიერო პირმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის მომზადებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ასევე იმედი გამოთქვა, რომ დეკანოზი წერილს და იქ დასახელებულ ფაქტებს პასუხისმგებლობით ეკიდება. 

''წერილი, რომელიც მოგვივიდა 4 მღვდელმთავარს, კიდევ ერთხელ ვამბობ მას ''ბედუკაძეობა'' ვუწოდე. მაშინ მღვდელმთავარს ვთხოვე შესულიყვნენ მამალაძესთან დახმარებოდნენ მას, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. მე დღემდე ვერ ავიღე ამ წერილის გასაჯაროების პასუხისმგებლობა. საპატრიარქოშიც ფიქრობდნენ, მაგრამ ქალბატონი წავიდა წინააღმდეგი, იქ იყო ისეთი აქცენტი, რომელიც დააზარალებდა პატრიარქს. 

რაც შეეხება მეუფის განცხადებას, რომ იქ ფაილებია ცრუობს. ფაილები არ არის ნახსენები. არის ნახსენები, რომ მაკომპრომეტირებელი მასალა პირველი პირზე საზღვარგარეთაა გატანილი და თუ საპატრიარქო გვერდით არ დამიდგება მოხდება მისი გასაჯაროებაო. რაც დანაშაული იყო თავისთავად, მაგრამ ამ პრობლემას დღემდე სწორად ვერ მივუდექით. იმის მაგივრად, რომ მამაოს ფსიქოლოგიურად დავხმარებოდით, უპასუხისმგებლო იურისტი გამოიყვანეს, მე დამადანაშაულეს, თითქოს მე მინდოდა პატრიარქის მოკვდინება. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, წერილის მომზადებასთან მე შეხება არ მქონია. პირიქით ამ წერილის გამოგზავნა დავგმე. დარწმუნებული ვარ მამაო პასუხისმგებლობით ეკიდება მის მიერ დაწერილ წერილს. 

გიორგი მამალაძეს კარგი მენეჯერული ნიჭი აქვს , ასევე შეუძლია კრიზისი მართოს. ის ისე არ დაწერდა. მე ჩემს განცხადებაზე ვარ პასუხისმგებელი'' - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

მეუფე პეტრემ ინტერვიუს დროს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი რამდენჯერმე ახსენა და მეუფე დიმიტრი მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

მეუფემ ბათუმში საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივება ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილის დამსახურებაცაა. 

''მე ამ ყველაფერს ქრისტიანობის დეფიციტს მივაწერ. მეუფე დიმიტრიმ ერთ-ერთი შეხვედრის დროს პირდაპირ უთხრა მამა გიორგის: ''ვიცი, რომ ხარ მართალი ადამიანი, მაგრამ ჩემთვის მთავარია ჩემი მღვდელმთავრობა. მე მსხვერპლს ვერ გავიღებო. ეს არ არის ქრისტიანისთვის და მღვდელმთავრისთვის შესაფერისი. მას სარწმუნოება აკლია. ახლა ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა დიმიტრის: ''შენ ბიძა პატრიარქი ილია მეორე, იგივე ირაკლი შიოლაშვილი, რომ ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი შენ მღვდელი კი არა პოლიციელი იქნებოდიო...'' - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე პეტრე ცაავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში