საშობაო ალილო მაღალმთიან აჭარაში

07 იანვარი 2020, 15:00 1702 ნახვა

ქედაში ალილოს მსვლელობა წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან დაიწყო. მასში სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა. მათ გალობით დაბის ქუჩები მოიარეს და მოსახლეობას ქრისტეს შობა  ახარეს. მსვლელობის  დაწყებამდე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა, რომელიც  სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. 


ალილო გაიმართა ხულოშიც.  სასულიერო პირებმა მორწმუნეებთან ერთად მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს.  საშობაო წირვა მაღალმთიანეთში ყველა ტაძარში ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში