სტოლტენბერგი - ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს

07 იანვარი 2020, 12:28 1115 ნახვა

ნატო ერაყში წვრთნებს დროებით შეწყვეტს - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა ირანის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა დაგმო და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„პირადი შემადგენლობის უსაფრთხოება პირველხარისხოვანია. განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ერაყის მთავრობასთან," - განაცხადა სტოლტენბერგმა.  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე ნატოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩებიან. ერაყსა და ირანში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შტატების ავიაიერიშს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში