ხანძარი ავსტრალიაში - ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება - BBC

05 იანვარი 2020, 11:20 2786 ნახვა

ავსტრალიაში ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ვერ უმკლავდებიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ცეცხლი ქალაქ ედენს მიუახლოვდა. საშიშროების გამო მოქალაქეებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.

იმის მიუხედავად, რომ ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში დღეს გაწვიმდა და ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერის ჩასაქრობად ეს არ იქნება საკმარისი. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მთავრობას ხანძრების ლიკვიდაციის გეგმა არ აქვს.

ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 24 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში