რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია, შეუძლებელია უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა - თბილისის მერია

04 იანვარი 2020, 12:45 1219 ნახვა

თბილისის მერიაში, გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ამბობენ,რომ პირველი რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია და შეუძლებელია, უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. მათი თქმით, პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია.

დედაქალაქის მერიის ცნობით, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურდათ ვაჭრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შეეთავაზათ ალტერნატივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია დახლები და სათანადო პირობებია შექმნილი საახალწლო ვაჭრობისთვის. ტექსტში აღნიშნულია, რომ მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში