როგორ მოვიქცეთ ნაბახუსევის დროს - რჩევები

03 იანვარი 2020, 17:05 15179 ნახვა

დღესასწაულზე ალკოჰოლის ჭარბი დოზით გამოწვეულმა დისკომფორტმა ხასიათი რომ არ გაგიფუჭოთ, გაითვალისწინეთ რჩევები და აირიდეთ თავი ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან.  

1. ალკოჰოლის მიღებამდე ეცადეთ ჭამოთ ნახშირწყლებით და ცხიმებით მდიდარი საკვები. რაც ორგანიზმს ალკოჰოლის შეწოვის შენელებაში დაეხმარება. მაგალითად: კარაქიანი პური და ხიზილალა ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი.

2. არ დალიოთ ჩქარი ტემპით და იმაზე დიდი დოზით, რასაც თქვენი ორგანიზმი ვერ გაუმკლავდება.

3. არ დალიოთ გაზიანი სასმელი, რადგან ის ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვაში ეხმარება. 

4. დალიეთ მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ არის რეკომენდირებული სასმელების ერთმანეთში არევა. ღვინო, შამპანური, მარტინი, ლიქიორი, ლუდი სუსტ ალკოჰოლურ სასმელებად მიიჩნევა. არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი კი მაგარ სასმელებად. მათი ერთმანეთში არევით, უფრო მალე დათვრებით და ნაბახუსევიც მძიმედ ჩაივლის. 

5. თუ გრძნობთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, დალიეთ ერთი ჭიქა კონიაკი და ამის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში არაფერი მიიღოთ. 

6. დაძინების წინ დალიეთ ჭიქა ცხიმიანი რძე, მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნის ალკოჰოლს. 

7. ნაბახუსევზე ეცადეთ, დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ.

8.ნაბახუსევზე არ მიიღოთ ცხელი აბაზანა, საუნა, რადგან შეიძლება თავბრუსხვევა და გულის წასვლაც კი გამოიწვიოს. 

9. როცა ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ის ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, რაც გაუწყლოვანებას იწვევს. მიიღეთ ბევრი სითხე, მაგრამ არა წყალი. დალიეთ ხმელი ხილის კომპოტები, მწვანე ტკბილი ჩაი, თაფლითა და ლიმონით ან ნებისმიერი ციტრუსის წვენი; ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი. 

ნაბახუსევი დაახლოებით 24 საათს გრძელდება. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში