აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი მისამართი

03 იანვარი 2020, 14:16 2524 ნახვა

1 იანვრიდან აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ მისამართზეა. წარმომადგენლობითი ორგანო  ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში განთავსდა.

სამუშაო ოთახების მოწყობა დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს სასესიო სივრცის მოწყობაც, რის გამოც უცნობია პირველი სხდომა სად ჩატარდება, რომელიც სავარაუდოდ  8 იანვარს უნდა გაიმართოს. მზადაა ბიუროს ოთახი.

რაც შეეხება ჩაქვში მეგენეიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას, იგი  უმაღლესი საბჭოს ბალანსზე იყო და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შენობა  გასხვისდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში