„სპუტნიკის“ ესტონურმა ფილიალმა მუშაობა შეწყვიტა 

03 იანვარი 2020, 11:43 1491 ნახვა

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკმა" ესტონეთში მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2020 წლის პირველ იანვარს თითქმის 30-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. სააგენტოში აცხადებს, რომ ჟურნალისტები რედაქციიდან პოლიციისგან ზეწოლის გამო წავიდნენ.

რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა „სპუტნიკმა“ 1 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა. 

მთავარი რედაქტორი ელენა ჩერიშევა აცხადებს, რომ პოლიციის დეპარტამენტმა „სპუტნიკის“ თანამშრომლები არჩევანის წინაშე დააყენა: ან ისინი „სპუტნიკში“ მუშაობას შეწყვეტდნენ, ან მათზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ.

დეკემბერში ესტონეთის მთავრობამ „სპუტნიკის“ ადგილობრივ ოფისს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააგენტოს თანამშრომლები „სპუტნიკში“ მუშაობით, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევაში ღებულობდნენ მონაწილეობას, რაც კანონის ძალით დაისჯებოდა.

მომხდარს ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს „ცინიზმი“ უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში