გვირაბთან ავტომობილი გზიდან გადავარდა - ავარიის დროს კიდევ ორი მანქანა დაზიანდა

31 დეკემბერი 2019, 15:48 7468 ნახვა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან ავარია მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სამი ავტომობილი დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი მანქანა გზიდან გადავარდა. 

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცი მედიკოსებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მას მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში