კარვების დაშლის შემდეგ, პარლამენტთან 9 ადამიანი დააკავეს - შსს

31 დეკემბერი 2019, 05:12 1239 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ 9 პირია დაკავებული. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი, ელენე ხოშტარიაც.

კარვების ნაცვლად კი საბავშვო ატრაქციონები დადგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში