პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღეს

31 დეკემბერი 2019, 03:02 1505 ნახვა

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღო, მის ნაცვლად კი საბავშვო ატრაქციონები დადგა. 

საკანონმდებლო ორგანოსთან ბოლო თვეების განმავლობაში გაშლილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ კარვები.

ელენე ხოშტარია ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია დასუფთავების სამსახურისთვის, თუმცა ის სამართალდამცველებმა დასუფთავების სამსახურის მანქანიდან იძულების წესით ჩამოიყვანეს.

ტერიტორია წყლის მანქანებით მორეცხეს, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერმა ისარგებლა წინასაახალწლო დღეებით და ღამით მალულად აიღეს კარვები. ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები სადღესასწაულო დღეების შემდეგ განახლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში