25 დეკემბერს დაიწყო საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში

30 დეკემბერი 2019, 20:50 299 ნახვა

25 დეკემბერს დაიწყო საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში. კონცერტები რესპუბლიკის მოედანზე იმართება სადაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხეა განთავსებული. ეს ის ნაძვის ხეა, რომელიც თბილისის მერიამ იტალიიდან ჩამოიტანა და მასში მილიონი ლარი გადაიხადა. საახალწლო მთავარი ატრიბუტი მისი ვიზუალის და მასზე დახარჯული დიდი თანხის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ზოგადად თბილისს საახალწლო ღონისძიებები, ქალაქის მორთულობა და საახალწლო სოფლის მოწყობა წელს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა. გრანდიოზული კონცერტი იგეგმება ხვალისთვის, კონცერტი მიმდინარეობს დღესაც.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში