მთავრობის შემაჯამებელი სხდომა

30 დეკემბერი 2019, 18:29 295 ნახვა

ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემის გარეშე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატებას გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა არ ექნება. არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა. მთავარი გამოწვევა დასაქმებაა. ამ და სხვა საკითხებზე დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა.

გიორგი გახარიამ 2019 წელი შეაჯამა.  თქვა, რომ  ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას.  პრემიერის შემაჯამებელ სიტყვას უკვე მოჰყვა შეფასებები, ოპოზიციაში გიორგი გახარიას განცხადებებს ცინიკურს უწოდებენ და მას ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ პასუხისმგებლობას აკისრებენ.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში