გიორგი გახარია - დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება

30 დეკემბერი 2019, 10:27 1277 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა. გიორგი გახარიას განცხადებით, მიმდინარე წელი დინამიური და დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ისე მიღწევებით.

პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება.

„დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20 პროცენტით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და  ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, ახალგორებელბისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება, ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში