საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

29 დეკემბერი 2019, 13:21 1437 ნახვა

ბენდი „ბაბილონი“   და sd&s ზრუნავდნენ  ბათუმის ბულვარში შეკრებილების განწყობაზე , გვიან ღამემდე კი  სცენა დიჯეი მარის ეკავა. საზაფხულო თეატრთან  კონცერტები  26 დეკემბრიდან ყოველ დღე იმართება. დღეს, 14 საათზე კონცერტი პატარებისთვისაა დაგეგმილი ,  საღამოს 19 საათიდან კი სცენას ბენდები დაიკავებენ. 

საახალწლო კონცერტების სერიას 7 იანვარს სტეფანე და დიჯეი სფეისქრაფთი  დაასრულებს. რაც შეეხება 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების საახალწლო განწყობაზე ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით სიმფონიური ორკესტრი და ცნობილი ქართველი მომღერლები ნინო ქათამაძე, ნიკო ბერიძე ლიზა ბაგრატიონი,  სოფო ხალვაში , ნატო მეტონიძე, კახაბერი და ხანუმები ასევე სხვა ცნობილი შემსრულებლები  იზრუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში