Messenger-ს დეაქტიური ფეისბუქ ანგარიშით ვეღარ გამოიყენებთ

27 დეკემბერი 2019, 19:02 4495 ნახვა

Facebook-მა Messenger-ში აქტიური ანგარიშის გარეშე შესვლის ფუნქცია გააუქმა. ცვლილება ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეხება. 
Messenger-ის, ან Messenger Lite-ის მომხმარებლებს აპლიკაციაში ავტორიზაცია ტელეფონის ნომრის გააქტიურებით შეეძლოთ. დღეიდან კი, მხოლოდ ტელეფონის ნომერი არა, აქტიური ექაუნტიც იქნება საჭირო.

თუ გააუქმებთ ფეისბუქ ექაუნტს და დატოვებთ მესენჯერს, მას როგორც კომუნიკაციის საშუალებას, „თქვენ დაგჭირდებათ შექმნათ ფეისბუქ ანგარიში, იმისათვის, რომ ისარგებლოთ მესენჯერით“.-ნათქვამის კომპანიის განცხადებაში.

ანგარიშის შეზღუდვის შესახებ შეტყობინებას ახალი მომხმარებლები წინასწარ მიიღებენ.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში