"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მაუწყებლის ბორდის მე-5 კანდიდატს დღეს წარადგენს

27 დეკემბერი 2019, 12:18 1710 ნახვა

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში, მეორე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შერჩევაზე მსჯელობენ. პარტიის ოფისში არჩევანის გაკეთების შემდეგ  ბრიფინგი ჩატარდება.  უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გია აბულაძის განცხადებით, თავიანთი კვოტით დასახელებული კანდიდატის მთავარი პასუხისმგებლობა ტელევიზიის ინტერესების გათვალისწინებაა. ცნობილია, რომ სპეციალურმა კომისიამ 3 კანდიდატი შეარჩია: ლაშა ზარგინავა,  გია ქარცივაძე და ირმა ზოიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში