ხანძრის შედეგად სოფელ ბარათაულში სამი სახლი დაიწვა

26 დეკემბერი 2019, 20:18 3129 ნახვა

ხანძარი იყო დღეს შუახევში. სოფელ ბარათაულში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს და დამხმარე ნაგებობებს გაუჩნდა. სამი დაიწვა,  მეოთხე სახლი კი მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს. ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ 10-ზე მეტი ადგილობრივი დარჩა. ერთ-ერთი სახლიდან ოჯახის ხანდაზმული წევრის გამოყვანის დროს, ის მსუბუქად დაშავდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. შუახევის მერის ინფორმაციით, ოჯახებს პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, ხოლო შემდგომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში