გიგა ჩხარტიშვილს საბჭოს მეხუთე წევრის შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით კითხვები აქვს 

26 დეკემბერი 2019, 18:23 1424 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს კითხვები აქვს  საბჭოს მეხუთე წევრის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი უმაღლეს საბჭოს მიერ შექმნილ კომისიასთან, რომლის ორი წევრი  ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებიც არიან. პრობლემად მიიჩნევს  შერჩეული სამი კონკურსანტიდან ორის ქარტიის წევრობას.

ფიქრობს, რომ ეს კითხვებს ბადებს, რაზეც მისი თქმით, მესამე სექტორი და მედია დუმს.  ასევე ამბობს, რომ  კომისიამ მხოლოდ სამი კანდიდატი შეარჩია, როცა კანონით მათ შეეძლოთ უფრო მეტი წარედგინათ დეპუტატებისთვის. კომისიის წევრების საპასუხო არგუმენტია ის, რომ მათ მიერ შერჩეული კანდიდატები ყველაზე კარგად გაუმკლავდებიან მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში