საფრთხის შემცველი გზა ჩაქვისთავში - ჩაქვისთავში გზის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ ადგილობრივები

26 დეკემბერი 2019, 18:19 4993 ნახვა

ჩაქვის პირველ საჯარო სკოლის ეზოში,  რომლის სამი მოსწავლეც ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს სიმბოლურად მერხები გამოიტანეს და სანთლები დაანთეს, ამ ფორმით მოსწავლეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ თანასკოლელებს.

მათ  ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ.  გუშინ მტირალას პარკთან ხევში გადავარდნილ ავტომანქანაში 5 მოსწავლე ისხდა. ყველა მათგანი ადგილზევე დაიღუპა. ჩაქვისთავში გზის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ, ამ ადგილზე მომხდარი ეს პირველი ტრაგიკული შემთხვევა არ არის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში