სოფელ ბარათაულში 11 ადგილობრივი ღია ცის ქვეშ დარჩა

26 დეკემბერი 2019, 16:58 3408 ნახვა

შუახევში, სოფელ ბარათაულში ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს და დამხმარე ნაგებობებს გაუჩნდა. სამი ობიექტი დაიწვა.  მეხანძრე-მაშველებმა მეოთხე სახლი გადაარჩინეს.

ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ 11 ადგილობრივი დარჩა. ერთ-ერთი სახლიდან ოჯახის ხანდაზმული წევრის გამოყვანის დროს, ის მსუბუქად დაშავდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

შუახევის მერის ინფორმაციით, ოჯახებს პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, ხოლო შემდგომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში