"მოგვიყევით როგორია თქვენი ახალი წელი" - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გთავაზობთ ჩაერთოთ ფოტო/ვიდეო კონკურსში

28 დეკემბერი 2019, 14:42 2738 ნახვა

"მოგვიყევით როგორია თქვენი ახალი წელი"  - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გთავაზობთ ჩაერთოთ ფოტო/ვიდეო კონკურსში. კონკურსს ერთადერთი წესი აქვს, ფოტო და ვიდეო მასალაში უნდა ჩანდეთ თქვენ, თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და საახალწლო განწყობა. 

შევეცადეთ კონკურსის წესები თქვენთვის მარტივი და კომფორტული ყოფილიყო, გადაიღეთ საოჯახო სელფი, ფოტო ან ჩაწერეთ მილოცვა ნებისმიერ ადგილზე, რომელიც თქვენს საახალწლო განწყობას ასახავს ან გააკეთეთ საინტერესო გიფი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეებისგან მიღებული ვიდეოებითა და ფოტოებით კოლაჟს დაამზადებს და ვებ-გვერდზე განათავსებს 31 დეკემბერს. 

ასევე, შეირჩევა 7 ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც განთავსდება ფბ გვერდზე, საუკეთესო კი გამოვლინდება მოწონებების (ლაიკების) მიხედვით

გამარჯვებულ ფოტო/ვიდეო მასალის ავტორს კი, სიმბოლურად საჩუქარი გადაეცემა.

ფოტოების, ვიდეოებისა და გიფების გამოგზავნა შეგიძლიათ აჭარის ტელევიზიის ოფიციალურ ფბ გვერდზე.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში