მერის შეუსრულებელი დაპირებები

25 დეკემბერი 2019, 20:35 2060 ნახვა

ბათუმის მერმა არჩევიდან 100 დღეში მოქალაქეებს 20 შედეგი გააცნო, ანგარიში წარადგინა 1 წელიწადშიც, მაგრამ მეორე წელი ისე სრულდება, რომ ლაშა კომახიძეს მის შესრულებულ, თუ შეუსრულებელ ნაბიჯებზე არ უსაუბრია.

ჯერ კიდევ არჩევისას მის საარჩევნო რგოლში ასეთი ფრაზები გვხვდებოდა - მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა, ქალაქის განვითარების გეგმა, სამშენებლო პოლიტიკა, გამწვანება და გარემოს დაცვა - აქედან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ არაა შესრულებული გენერალური გეგმის საკითხი, შეუსრულებელია ისტორიული საზღვრების თემა, პრობლემებია სამშენებლო პოლიტიკაში, ვერ მოაგვარა ავარიულ სახლებში მცხოვრებთა საკითხი, ვერ მოაწესრიგა პარკირება, ვერ შეასრულა ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკური განვითარების გეგმა.

„მერიის პრესტიჟად“ მიჩნეული უკანონო მშენებლობაც კი ვერ დაანგრია. თავი კი სამშენებლო გადაწყვეტილებებით დაგვამახსოვრა და იმით, რომ მას ძალიან მოსწონს ცათამბჯენები. ეს ჩვენს მიერ კრიტიკულად დანახული ერთი წელია - მაგრამ ასე არ ფიქრობს თავად ლაშა კომახიძე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი