ავარია ჩაქვში - ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად 5 მოსწავლე დაიღუპა

25 დეკემბერი 2019, 20:40 14028 ნახვა

ტრაგედია აჭარაში - 5 მოზარდი ავარიისას დაიღუპა. შემთხვევა მტირალას ეროვნულ პაკთან, სოფელ ჩაქვისთავში მოხდა. ავტომობილი ხევში გადავარდა. ბოლო ინფორმაციით გარდაცვლილები სკოლის მოსწავლეები არიან, მიმდინარეობს დაღუპულების იდენტიფიცირება.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ტრაგიკული შემთხვევის გამო აჭარაში გადაიდო დღეისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები - ყველა ახლა დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში