ჩაქვში ახალ სასაფლაოებთან ხანძარია

25 დეკემბერი 2019, 14:16 1490 ნახვა

ჩაქვში, ახალი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე,  ხანძარი გაჩნდა. პირველადი მონაცემებით ეკალ-ბარდები იწვის. ცეცხლი  სამ ჰექტარზეა მოდებული.

ადგილზე მისულია მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ლოკალიზება, ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.

ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში