" ადამიანი რომელიც შეგნებულად არღვევს კანონს, დასასჯელია"- ბიბილოვი გაფრინდაშვილზე

25 დეკემბერი 2019, 12:32 1385 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა  ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ანატოლი ბიბილოვი ისტერიკად აფასებს დასავლეთის მოწოდებას, რომ ქართველი ექიმი დაუყონებლივ გათავისუფლდეს და ამბობს, რომ ადამიანი რომელიც შეგნებულად არღვევს კანონს, დასასჯელია. მოწოდებებს გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარით პასუხობს ე,წ საგარეო უწყებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს და ის კანონდამრღვევია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში