,,ბათუმის შავი ზღვის ბიჭების'' შემადგენლობიდან საქართველოს ნაკრებში 4 ხელბურთელი გამოიძახეს

25 დეკემბერი 2019, 10:15 2372 ნახვა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებში 4 ხელბურთელი ,,ბათუმის შავი ზღვის ბიჭების ‘’ შემადგენლობიდან გამოიძახეს. საქართველოს ნაკრების ღირსებას იანვრის ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის ზურაბ სიმონია, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე და გიორგი მიქავა დაიცავენ. 10-12 იანვარს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე იტალიის ქალაქ ბენევენტოში საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, იტალია და კოსოვო იქნებიან. მომდევნო ეტაპზე, პლეი-ოფში ერთი გუნდი გადის. 16 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში უკვე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩია ფინეთთან, 19 იანვარს კი საპასუხო მატჩია რიიჰიმიაკიში. საქართველოს ხელბურთის 20 წლამდელთა ნაკრებში კი ,,ბათუმის შავი ზღვის ბიჭების’’ ორი ხელბურთელი გოჩა თურმანიძე და გიორგი ლაპიაშვილი ითამაშებენ

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში