კათოლიკური სამყარო 25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს

24 დეკემბერი 2019, 23:36 2589 ნახვა

კათოლიკური სამყარო 25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. ბათუმში მცხოვრებმა მორწმუნეები შობის დღესასწაულს ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევით შეხვდნენ.  

​ადვენტი ანუ შობისთვის მოსამზადებელი პერიოდი კათოლიკე ეკლესიაში შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყება. მორწმუნეები მაცხოვრის დაბადებისთვის ემზადებიან, რაც უმეტესად აღსარების საიდუმლოსა და მარხვას გულისხმობს.

მესა  ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გაბრიელმა აღავლინა.   "ეს არის მნიშვნელოვანი დღე ქრისიტიანებისთვის, ეს არის კათოლიკური ტრადიცია, როცა მოიხსენებენ ქრისტეს დაბადებას. მე-3 საუკუნეში მოდის რომის ეკლესიაში ამ დღეს, 25 დეკემბერს ქრისტეშობის აღნიშვნა დაიწყეს, ეს არ არის ზუსტი რიცხვი, მაგრამ ასე მოიხსენიება.  ეს დღე არის მშვიდობის, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა კაცთა შორის სათნოება, მშვიდობა ჩვენს ოჯახში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თავში. ეკლესიები ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს შორის მშვიდობა არსებობდეს" - განაცხადა მამა გაბრიელმა. 

" - განაცხადა მამა გაბრიელმა.

კათოლიკური ეკლესია 25 წლის თავსაც აღნიშნავს მას შემდეგ, რაც საქართველოში იურისიული სტატუსი მიიღო. 

25 დეკემბერს ყველაზე მასშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღინიშნება. 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში