ვინ გააკრიტიკებს მედიას? - მარეგულირებელი კომისიის ახალი პლატფორმა

24 დეკემბერი 2019, 20:07 1410 ნახვა

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი მედიის კრიტიკას იწყებს. ვებ-პლატფორმა სახელწოდებით Mediacritic.ge უკვე ჩაშვებულია. მთავარი მედია კრიტიკოსები ია ანთაძე, შორენა შავერდაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად ავალიანი, რეზო საყევარიშვილი და ზაზა ფირალიშვილი არიან. GNCC მიუთითებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, საზოგადოებას კი სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს. რა ფილტრის შექმნას გეგმავს სახელმწიფოსგან დაფინანსებული პლატფორმა, რომლის სტატიებსაც მედიის სპეციალისტები ფეისბუქში უკვე აკრიტიკებენ და ხომ არ ჩნდება ხელისუფლების ხელში ინსტრუმენტი მიუკერძოებელი მედიის წინააღმდეგ, ან ქარტიის პლატფორმის - მედიაჩეკერის ალტერნატივა -  მოვისმინოთ შეფასებები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში