ავტობანის მშენებლობა გააპროტესტეს დღეს  მახინჯაურში

24 დეკემბერი 2019, 15:31 1323 ნახვა

ავტობანის მშენებლობა გააპროტესტეს დღეს  მახინჯაურში ჰორტენზიის და ჯინჭარაძის ქუჩის მცხოვრებლებმა. 10 ოჯახი ამტკიცებს, რომ მშენებლობის დროს დაებზარათ სახლები და დაუზიანდათ საკარმიდამო ნაკვეთები. ამის მიუხედავად კი განსახლება არ შეეხოთ. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა  ავტობანის მშენებლობის სამუშაოების შეჩერება სცადეს. ამბობენ, რომ აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სადაც წერია, რომ ავტობანსა და სახლებს შორის მანძილი 50 მეტრზე ნაკლებია. ოჯახები საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელახალ შესწავლას და განსახლებას თხოვს. დეპარტამენტში ამბობენ რომ საკითხს შეისწავლიან და მოგვიანებით  კომენტარსაც გააკეთებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში