ბათუმში, 23 დეკემბერს, 24 გრადუსი 86 წელია არ დაფიქსირებულა

24 დეკემბერი 2019, 11:11 19899 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელი - გადაღებულია ბათუმის სანაპიროზე, 23 დეკემბერს. 

ბათუმში, 1936 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს პირველად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა - +24 გრადუსი. ანალოგიურ დღეს მსგავსი სითბო 1962 წელსაც იყო, მაგრამ მხოლოდ +20.7 გრადუსი.

სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ბოლო 2 დღეა ბათუმში ქრის 17-22 მეტრ/წამის ფარგლებში, ხვალ საღამომდე გაგრძელდება. ღამის განმავლობაში ქარის სიჩქარემ შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს, ამიტომ იყავით ფრთხილად. აღნიშნული კატეგორიის ქარმა შესაძლოა ხეებს ტოტები მოატეხოს, ასევე სახიფათოა სამშენებლო ობიექტებთან ახლოს მოძრაობაც.

როგორც დღეს, ასევე ხვალ სანაპირო ზოლში შენარჩუნდება უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა +21, +23 გრადუსი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში