ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი მართვით სუნქვაზეა

23 დეკემბერი 2019, 23:27 3173 ნახვა

ქობულეთში, ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ ეტაპზე ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში რჩება.

ვარიის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ქობულეთის რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა, დაშავებულს გადმოყვანამდე გაუკეთდა მუცლის ღრუს ოპერაცია. მას ნეიროქირურგების ჩარევა დასჭირდა.

მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მას კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება, რადგან აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც.

ავტოავარია დღეს ქობულეთში მოხდა, მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახნენ, შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის 10 წლამდე მოზარდი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის გამოყენების წესის დარღვევას, ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში